სამუშაოს ეძებთ?
☎️577553867
გესაჭიროებათ პერსონალი?
☎️598857657

ძიძა
ოჯახში დამხმარე
ავადმყოფის მომვლელი
გუვერნანტი
რეპეტიტორი
დამლაგებელი
მძღოლი
მზარეული
დაცვის თანამშრომლები

რეკომენდაციები პერსონალის შერჩევისას

პერსონალის შერჩევა

  საკადრო სააგენტო ,,ბაია“   გთავაზობთ  პერსონალის ოპერატიულ და პროფესიონალურ დონეზე შერჩევას,  როგორც საოჯახო პერსონალის (ძიძების, გუვერნანტების, ოჯახში დამხმარეების, მოხუცისა თუ ავადმყოფის მომვლელების, პერსონალური მძღოლების, საკარმიდამო ნაკვეთში ოჯახური წყვილების) სახით,  ასევე სასტუმრო/რესტორნების ქსელისათვის მენეჯერების, ადმინისტრატორების, ჭურჭლის მრეცხავებისა თუ დამლაგებლების, ქვის ხელოსნების, მზარეულების, მშენებლებისა და მრავალი სხვა პროფილით  როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

პერსონალის შერჩევა  რეკომენდაციები პერსონალის შერჩევისას

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ბევრ ოჯახს აყენებს ისეთ სიტუაციაში, რომ შეუძლებელია ოჯახში დამხმარე პერსონალის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი სვავს კითხვას სად და როგორ მოიძიოს სათანადო კანდიდატურა, რომელიც იქნება მათი არა მხოლოდ დაქირავებული პერსონალი, არამედ - ოჯახის წევრი და შესაძლებელია წლების განმავლობაშიც კი. არსებობს შერჩევის რამოდენიმე პროცესი:  თქვენ შეგიძლიათ პერსონალის მოძიება, როგორც მეგობრების, ნათესავების რჩევით ასევე  საერთოდ ნებისმიერი თქვენი  სანაცნობოს რეკომენდაციის გზით და ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს გზა თითქოს მარტივია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამას აქვს როგორც თავისი დადებითი ასევე უარყოფითი მხარეც, რადგან თითოეულ ადამიანს აქვს თავისი შეხედულებები ამათუიმ საკითხის მიმართ და მათ შორის განსხვავებული შეხედულებები საოჯახო პერსონალის მიმართ, შესაბამისად რაც ერთი ადამიანისათვის - კარგია, ის მეორესათვის შესაძლებელია აბსოლუტურად მიუღებელი იყოს.  შედეგად თქვენ შესაძლებელია ძალიან დიდი დრო დაკარგოთ კანდიდატებთან შეხვედრასა და შერჩევის საკითხში და შედეგიც ვერა და ვერ მიიღოთ.

    ახლობლების მეშვეობით საოჯახო პერსონალის მოძიების ალტერნატიული გზა არის - ამ კუთხით სპეციალიზირებული სააგენტოების მომსახურეობა. დღეის მდგომარეობით, ამ სფეროს საჭიროებიდან გამომდინარე მსოფლიოში უამრავი სააგენტოებია შექმნილი, რომელთაც რადგან არ სურთ შუამავლობის გზით თავიანთ თავზე პასუხისმგებლობის აღება - პირდაპირ ვებ-გვერდზე გამოტანილი აქვთ პერსონალის სრული დემოგრაფიული მონაცემები, მათი საკონტაქტო ტელეფონის ნომრების ჩათვლით სადაც თქვენ ხშირ შემთხვევაში უფასოდ, ზოგჯერ კი მიზერული საფასურის გადახდით შეგიძლიათ ამათუიმ კანდიდატს უშუალოდ დაუკავშირდეთ და მოიწვიოთ იგი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მეთოდის გამოყენებას აქვს თავისი, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეც.  მსგავსი საიტებიდან თქვენს მიერ კანდიდატის არჩევისას თქვენ მოკლებული ხართ შესაძლებლობას შეამოწმოთ კანდიდატის ამ სფეროში სამუშაო გამოცდილება, გაეცნოთ მის რეკომენდაციებს წინა სამუშაო ადგილებიდან, შეაფასოთ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომლის გარანტადაც თქვენ ვერავინ დაგიდგებათ ასეთი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში. ყველაზე საიმედო და საუკეთესო მეთოდით საოჯახო პერსონალის არჩევა იქნებოდა კლასიკური სააგენტოებისადმი მიმართვიანობის გზით, რომლის ერთ-ერთი ნამდვილი მაგალითია დასაქმების საკადრო სააგენტო ,,ბაია“. თუ თქვენ გადაწყვიტეთ სააგენტო ,,ბაია“-სადმი მიმართვის გზით აიყვანოთ საოჯახო პერსონალი თუ სხვა სახის კადრი შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, როგორც ტელეფონზე შეკვეთის გზით, ასევე სააგენტოს ვებ-გვერდზე ,,HRbaia.com”-ზე შეავსოთ სპეციალური შეკვეთის განაცხადის ფორმა.   აქ თქვენ ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ დამატებითი მოთხოვნები კანდიდატის მიმართ. სააგენტოს მენეჯერი განიხილავს ყველა თქვენს მოთხოვნებს, რის შემდეგაც დაგიკავშირდებათ ტელეფონზე დამატებითი დეტალების გასარკვევად. ამის შემდეგ თქვენს ყურადღებას დავუთმობთ თქვენს მოთხოვნებთან მაქსიმალურად შესაბამისობაში მოყვანილ რამოდენიმე კანდიდატურას, საიდანაც თქვენთვის საინტერესოებს მოახსენებთ მენეჯერს, რომელიც ჩაგინიშნავთ გასაუბრების დღეს და სწორედ აღნიშნულ კანდიდატურებს დაგახვედრებენ ოფისში.   გასაუბრების შემდეგ თქვენ აიყვანთ პერსონალს გამოსაცდელი ვადით და ამ ვადის გასვლამდე ღებულობთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ახსენებთ სააგენტოს მენეჯერს და მხოლოდ ამის შემდეგ დგება სამმხრივი ხელშეკრულება. საკადრო სააგენტოს მომსახურეობით თქვენ იძენთ მაღალკვალიფიცირებულ პერსონალს, რომელიც გაუთვალისწინებელი ფორს-მაჟორული სიტუაციის შემთხვევაში აუცილებლად ჩაგინაცვლებთ მას სხვა ასევე მაღალკვალიფიცირებული კადრით.  საოჯახო პერსონალის სწორი და წარმატებული არჩევა - არის თქვენი და თქვენი ოჯახის წარმატებისათვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

 

ჩვენი დასაქმების სააგენტო მოხარულია წარმოგიდგინოთ  ოჯახში დამხმარე პერსონალი, კერძოდ: კვალიფიცირებული ძიძა, გუვერნანტი, აღმზრდელი, საოჯახო საქმეში დამხმარე, მოხუცისა თუ ავადმყოფის მომვლელების, პერსონალური მძღოლების, საკარმიდამო ნაკვეთში ოჯახური წყვილების სახით, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ დასასაქმებლად. ჩვენ აღნიშნული პერსონალით დაკმაყოფილებას ვუზრუნველვყოფთ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად, ყველასათვის ხელმისაწვდომ და თქვენს მიერ დადგენილ  ფასებსა და თქვენს მიერ განსაზღვრულ ვადებში. დაგვიკავშირდით და ჩანიშნეთ პერსონალთან გასაუბრების დღე!  ჩვენ ვმუშაობთ ოპერატიულად,  შეკვეთა მივიღეთ დღეს, შეგვიძლია დღესვე ჩავნიშნოთ გასაუბრება! ჩვენი სააგენტო სიამოვნებით წარმოგიდგენთ კადრებს  ოჯახში დამხმარე პერსონალის სახით, კერძოდ: კვალიფიცირებული ძიძა, გუვერნანტი, აღმზრდელი, საოჯახო საქმეში დამხმარე, მოხუცისა თუ ავადმყოფის მომვლელების, პერსონალური მძღოლების, საკარმიდამო ნაკვეთში ოჯახური წყვილების სახით,  როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ დასასაქმებლად.

Тел

+995 598 857 657

+995 555 733 668

HRbaia.com

.