არსებული ვაკანსიები
- ძიძა
- გუვერნანტი
- რეპეტიტორი
- ოჯახში დამხმარე
- ავადმყოფის მომვლელი
- მძღოლი
- დამლაგებელი
- მზარეული
- მენეჯერი
- კონსულტანტი
- ოჯახური წყვილები
- დასაქმება საზღვარგარეთ
- დაცვის თანამშრომლები
- ექიმები
- იურისტები/ადვოკატები
- მიმტანი
- სხვადასხვა
- მცხობელი (ხაჭაპური, ღვეზელები და სხვა....)
- მასაჟისტები
- ჭურჭლის მრეცხავები
- ადმინისტრატორები
- მოლარე-ოპერატორი
- მზარეულის დამხმარე
- ბარმენი
- პრომო-გოგონა
- საბავშვო ბაღის აღმზრდელი
- კონდიტერი (კრემიანი ნამცხვრების ან მშრალი პეჩენიების და სხვა...)
- სომელიე
- ჰოსტესი (ობიექტზე სტუმრის მიმღები/დამხვედრი)
ჩვენს შესახებ
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ჩვენს საიტზე, რომელიც შეეხება: როგორც საოჯახო პერსონალის (ძიძების, გუვერნანტების, ოჯახში დამხმარეების, მოხუცისა თუ ავადმყოფის მომვლელების, პერსონალური მძღოლების, საკარმიდამო ნაკვეთში ოჯახური წყვილების), ასევე სასტუმრო/რესტორნების ქსელისათვის მენეჯერების, ადმინისტრატორების, ჭურჭლის მრეცხავებისა თუ დამლაგებლების, ქვაზე მომუშავეების, მაღაზიის კონსულტანტების, ელექტრიკოსების, მზარეულების, მშენებლებისა და სხვა მრავალი პროფილით მოძიება/დასაქმებას, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ
ჩვენ ვზოგავთ ჩვენი კლიენტების დროს და ვაწავდით მათ მხოლოდ სათანადოდ გამოცდილ კადრებს.
დასაქმების სააგენტო ,,ბაია“ სპეციალიზირებულია, როგორც საოჯახო პერსონალის (ძიძების, გუვერნანტების, ოჯახში დამხმარეების, მოხუცისა თუ ავადმყოფის მომვლელების, პერსონალური მძღოლების, საკარმიდამო ნაკვეთში ოჯახური წყვილების), ასევე სასტუმრო/რესტორნების ქსელისათვის მენეჯერების, ადმინისტრატორების, ჭურჭლის მრეცხავებისა თუ დამლაგებლების, ქვის ხელოსნების, მზარეულების, მშენებლებისა და მრავალი სხვა პროფილით მოძიება/დასაქმების საკითხში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ჩვენს სააგენტოში მოსულ თითოეულ კლიენტს ვუდგებით პროფესიონალურად და ინდივიდუალურად. სხვა სააგენტოებისაგან განსხვავებით ჩვენი სააგენტო სპეციალიზირებულია მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი ვიწრო პროფილებით, რაც კიდევ უფრო პროფესიონალურსა და მოქნილს ხდის საქმიანობას საუკეთესო კადრების მოძიებასა და - სწრაფად დასაქმების საკითხში.
ჩვენ გპირდებით:
-უსაფრთხოებას და წარმატებულობას სააგენტოსთან ურთიერთობისას, როგორც ფინანსურ, ასევე მორალური პასუხისმგებლობას სააგენტოს მხრიდან.
-თქვენი კომფორტულობისათვის ყველა პირობას, ჩვენ მზად ვართ თქვენთვის ვიმუშაოთ მაშინაც კი, როცა თქვენ ისვენებთ - გამოსასვლელი დღეების ჩათვლითაც.
-ოპერატიულობა მუშაობაში, თქვენი შეკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომა დასაქმებისა თუ შეკვეთის მიღების საკითხში, შეკვეთის მიღების დღესვე - გასაუბრება კანდიდატებთან!
-კანდიდატთა მრავალრიცხოვანი მონაცემთა ბაზა.
-თითოეული შეკვეთის გრამატიკული იურიდიული ტერმინოლოგიით მომზადება/შედგენა: ხელშეკრულება, აქტი, შრომითი ხელშეკრულება დამქირავებელთან თუ სხვა ნებისმიერი (თქვენი სურვილისდა მიხედვით...)
-დასასაქმებელ კანდიდატთა ულიმიტოდ ჩანაცვლება, რომელიმე მათგანის მხრიდან გამოსაცდელი ვადის ვერ გავლის ან სამუშაოს გაცდენის შემთხვევაში.
-კონტრაქტის კურირება, კონფლიქტურ სიტუაციებში დროული ჩარევა და გადაწყვეტა.
-სააგენტოს ფსიქოლოგის უფასო კონსულტაცია, მოთხოვნის შემთხვევაში სამუშაოზე ადაპტირებისა თუ სხვა მიზნით.
-ბავშვის აღზრდის საკითხში სათანადო ლიტერატურის მოწოდება, ბავშვთა განვითარების მეთოდიკის, მოხუცებისა თუ ავადმყოფების მოვლის, ასევე ოფისის, თქვენი ბინის და სააგარაკე ნაკვეთში არსებული საცხოვრებელი ფართის პროფესიონალურ დონეზე დალაგების დამხმარე სახელმძღვანელოს მოწოდება.
-მკაცრად დაცული კონფიდენციალურობა.
-გასაუბრება დამკვეთსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, როგორც სააგენტოს ოფისში, ასევე გასვლითი გასაუბრებების მოწყობა მხარეთათვის ნებისმიერ ხელსაყრელ ადგილას (სამუშაო ადგილი იქნება ეს, საცხოვრებელი ბინა თუ სხვა...)
-ფასდაკლების მოქნილი სისტემა
სამახსოვრო კანდიდატთათვის!
აქტიურად ეძებთ სამუშაოს?
- სამუშაოს ეძებთ პირველად ან დიდი ხნის დასვენების შემდეეგ?
-ან ფიქრობთ სამუშაოს შეცვლას (იმიტომ, რომ რაიმე არ გაკმაყოფილებთ, ან არ მოგწონთ ძველ სამსახურში?)
-ან იმყოფებით სამუშაოს მუდმივი ძიების პროცესში? (რადგან გსურთ სწორად ააწყოთ თქვენი კარიერა და პროფესიონალურად განვითარდეთ?)
-ასეთ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეთ და თქვენ სწორედ აქ, ჩვენთან მიიღებთ საჭირო ინფორმაციას.
რისთვის დაგჭირდებათ ეს თქვენ?
წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენთან მომართვის შემდეგ:
ა) თქვენ აღარ მოგიწევთ საათობით კომპიუტერთან ჯდომა თქვენი განაცხადის ინტერნეტში განთავსების მიზნით, რომელიც განმთავსებლების აურაცხელი სიმრავლიდან გამომდინარე განთავსებიდან რამოდენიმე საათში ისე შორს გადაინაცვლებს და ჩაიკარგება, რომ შეუძლებელი იქნება მისი ხილვა...
ბ) თქვენ უკვე აღარ მოგიწევთ უსაზღვროდ ინტერნეტში განთავსებული განცხადებების ძიება და მათზე გამოხმაურებები, განცხადებებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ან თაღლითების მიერაა განთავსებული ან კარგა ხანია ვადა გაუვიდა და მის დამდებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე იპოვა სასურველი კანდიდატი დაეზარა ვებ-სივრციდან მისი წაშლა...
გ) თქვენ უკვე აღარ მოგიწევთ თავი იმტვრიოთ თქვენი განაცხადის ისე კორექტულად, გრამატიკულად და სხვებისაგან განსხვავებულად განსათავსებლად, რომ იგი ასობით სამუშაოს მაძიებელთა შორის განსაკუთრებით მომხიბვლელი და შესამჩნევი იყოს დამსაქმებლისათვის...
დ) თქვენ უკვე აღარ აღმოჩნდებით ისეთ უხერხულ სიტუაციაში, როცა მორიგი გასაუბრებიდან გამოსული გაღიზიანებული გააცნობიერებთ, რომ რაღაცას ისე ვერ უპასუხეთ როგორც გინდოდათ, რაღაც ისეთი მოულოდნელი კითხვა დაგისვეს, რომ გაგიჭირდათ პასუხის გაცემა...
ე) ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ თქვენ გახდებით საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, ნამდვილი კადრი, რომელსაც ხელში სწორედ ის რეზიუმე ეჭირება რომლის ხილვასაც ასე ელოდება სამუშაოს მომცემი.
ვ) ჩვენ პროფესიონალურად და რაც მთავარია ძალიან ეფექტურად (ეს ჩვენ ვიცით როგორ!) თქვენს მაგივრად ჩავატარებთ ყველა იმ რუტინულ სამუშაოებს, ისე, რომ თქვენ მხოლოდ გასაუბრებებზე მოსვლა და არჩევანის გაკეთებაღა მოგიწევთ, გარწმუნებთ - არა თქვენ ამოგირჩევენ, როგორც ეს საერთოდ ხდება ხოლმე - არამედ თქვენ თავად ამოირჩევთ მათ.
სწორედ ეს არის ჩვენი სააგენტოს უმთავრესი მიზანი, რომლის მიღწევასაც უკვე მერამდენე წელია წარმატებით ვართმევთ თავს.
რა შეგვიძლია ჩვენ თქვენთვის გავაკეთოთ?
ჩვენ თქვენ კურირებას გაგიწევთ ყველანაირი სამუშაოს ძიებისას ყველა ეტაპზე.
1 - ეტაპი:
-კონსულტაცია დასაქმების საკითხში;
-კონსულტაცია კარიეული ზრდის საკითხში;
-კონსულტაცია დამსაქმებელთა კონტინგენტიდან თქვენთვის სასურველის ზუსტი განსაზღვრის საკითხში;
ასევე:
ა) განგისაზღვრავთ რა შეგიძლიათ თქვენ შესთავაზოთ დამსაქმებელს და რის შეთავაზებასაც არ გირჩევთ.
ბ) შემოგთავაზებთ სად შეგიძლიათ ბლომად ფულის შოვნა და სად არ გირჩევთ ამაზე გაფიქრებასაც კი.
გ) როგორმა კომპანიებმა შეიძლება თქვენ დაგასაქმოთ და როგორებმა არა და რატომ.
დ) რომელი სამუშაო შეიძლება თქვენ სიამოვნებით აკეთოთ და სად შეიძლება, რომ არა სამსახურში არამედ - კატორღაში იგრძნოთ თავი.
ე) ვის შეიძლება თქვენი თავი, თქვენს გამოცდილებასთან ერთად შევთავაზოთ და ვისთვის იქნება ეს შეთავაზება უშედეგო.
ვ) ასევე შემოგთავაზებთ ჩვენი სააგენტოს სხვა ექსკლუზიური საიდუმლო მეთოდებსაც
დასკვნა: აღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრება დასაქმების სფერო, კომპანიები და გამოიკვეთება მათში თქვენი პოზიციები, სადაც შესაძლებელია თქვენ შეძლოთ მუშაობა და ასევე დასახული იქნება თქვენი სწორი სამოქმედო გეგმა კარიერული ზრდის საკითხში.
2 - ეტაპი:
დასაქმება სასურველ პოზიციაზე
ა)კომპანიის და მასში სასურველი პოზიციის არჩევა და საამისოდ რიგი ღონისძიებების გატარება სასურველ ვაკანსიაზე მოსახვედრად.
ბ) სამუშაოს მოძიების დავალების ინდივიდუალურად ფორმულირება თითოეული კანდიდატისათვის, მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე.
გ) დასაქმების ბაზრის შესწავლა და კანდიდატისათვის პოტენციური დამსაქმებლების განსაზღვრა.
დ) კანდიდატისათვის სასურველი ვაკანსიების მოძიება და დამსაქმებლებთან სათანადო მიმოწერები.
ე) კანდიდატის წინასწარ სათანადოდ მომზადება ყოველი გასაუბრების წინ.
ვ) დამსაქმებელთან მოლაპარაკებების წარმოება, კანდიდატისათვის მისაღები სამუშაო პირობების, გრაფიკისა და სათანადო ანაზღაურების საკითხში.
ზ) და სააგენტოს სხვა ექსკლუზიური საიდუმლო მეთოდების გამოყენება.
შედეგად კანდიდატი ღებულობს იმ დამსაქმებელს (იმ კომპანიას) და იმ პოზიციას სამსახურში, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს მის მოთხოვნებს!
შედეგი, რომელსაც თქვენ საბოლოო ჯამში ღებულობთ:
ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად თქვენ მიიღეთ
ა) დროის ეკონომიას და მისი სწორად გადანაწილების შესაძლებლობას თქვენს მიერ კიდევ სხვა განსახორციელებელი პროექტების (გეგმების) საკითხში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღეს წარმატებისათვის.
ბ) პირადი კონსულტანტი კარიერული ზრდის საკითხში, რომელიც ინდივიდუალურად იმუშავებს თქვენთან და უზრუნველყოფს თქვენის მხრიდან პროფესიონალურ მიდგომას სამუშაოს მოძიების საკითხში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
გ) თქვენთვის ინდივიდუალურად შემუშავებულ პროგრამას სამუშაოზე მოწყობისა და კარიერული ზრდის საკითხში.
დ) თქვენი დასაქმების საკითხში პროფესიონალურად, თანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაო გეგმას.
ე) ფსიქოლოგიური კონსულტაცია, სამართლებრივი მხარდაჭერა და ჩვენი პროფესიონალური რეკომენდაციები.
ვ) სამუშაოს ძიების პროცესის სწორად აღქმა/გაგება და თქვენი კარიერული მიზნების მიღწევაში დარწმუნებულობა.
მობრძანდით და თავად დარწმუნდით! ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამუშაო! ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ და ვმუშაობთ იმისთვის, რომ - თქვენ დაისვენოთ!
და ბოლოს გისურვებთ - დასაქმებას!
Т:
+995 598 857 657
+995 555 34 54 35
.