სამუშაოს ეძებთ?
(+995) 514 51 24 24
(+995) 555 34 54 35
გესაჭიროებათ პერსონალი?
(+995) 598 857 657
+7 (913) 624 83 15 москва
სამუშაო ბაქოში
სამუშაო თურქეთში
დასაქმება პოლონეთში პარფიუმერიის საწყობში
სამუშაო ჩეხეთში საწყობებში ელექტროკარაზე
სამუშაო ჩეხეთში სასტუმროებში დამლაგებლებად, მიმტანებად, ჭურჭლის მრეცხავებად
სამუშაო ჩეხეთში ლითონის კონსტრიქციების საამქროში, დეტალების დასუფთავება/დამუშავებაზე

პერსონალის შერჩევა

რჩევები პერსონალის შერჩევისას

    საკადრო სააგენტო ,,ბაია“   გთავაზობთ  პერსონალის ოპერატიულ და პროფესიონალურ დონეზე შერჩევას,  როგორც საოჯახო პერსონალის (ძიძების, გუვერნანტების, ოჯახში დამხმარეების, მოხუცისა თუ ავადმყოფის მომვლელების, პერსონალური მძღოლების, საკარმიდამო ნაკვეთში ოჯახური წყვილების) სახით,  ასევე სასტუმრო/რესტორნების ქსელისათვის მენეჯერების, ადმინისტრატორების, ჭურჭლის მრეცხავებისა თუ დამლაგებლების, ქვის ხელოსნების, მზარეულების, მშენებლებისა და მრავალი სხვა პროფილით  როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

შეკვეთა პერსონალის შერჩევის შესახებ შეგიძლიათ გააფორმოთ შემდეგი სახით:

 - ტელეფონის საშუალებით:   +995 598 857 657; +995 555 733 668 დილის 10.00-საათიდან საღამოს 21.00-სათამდე.

 - ანკეტის ფორმის შევსების გზით, რომელიც განთავსებულია ჩვენს საიტზე თითოეული  ვაკანსიის ქვეშ, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით:        [email protected]

 - ჩვენს ოფისში მობრძანების გზით, მისამართზე: თბილისი, ჯორჯაძის ქ. N5 (პარლამენტის შენობის მოპირდაპირედ, ქაშუეთის ეკლესიის გვერდით), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 12:00-საათიდან საღამოს 19:00-საათამდე, შაბათს 12:00-საათიდან 17:00-საათამდე.

    თქვენ დაგიკავშირდებათ თქვენი პერსონალური მენეჯერი, რომელიც მიიღებს თქვენს შეკვეთას და ნებისმიერ დროს გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

    კანდიდატთა შერჩევა:

   თქვენი პერსონალური მენეჯერი სააგენტოს დასასაქმებელ კანდიდატთა საერთო ბაზიდან აარჩევს რამოდენიმე კანდიდატს, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამებოდეს იქნება თქვენს მოთხოვნებს და ელ-ფოსტაზე ან სხვა საშუალებით გიგზავნით/გაგაცნობთ მათ რეზიუმეებს თქვენ.

    გასაუბრება:

მას შემდეგ, რაც თქვენ შეარჩევთ რამოდენიმე მათგანის რეზიუმეს, მენეჯერი მოაწყობს თქვენს მიერ აღნიშნულ კანდიდატებთან გასაუბრებას ეს იქნება ოფისში, თქვენს სამუშაო ადგილას, საცხოვრებელ თუ ნებისმიერ სხვა თქვენთვის სასურველ ადგილზე. 

     თქვენი მოთხოვნის შესაბამისად მენეჯერს დათქმულ დროს ასევე შეუძლია კანდიდატებთან ჩვენი ოფისიდან სკაიპ-აუდიენციის მოწყობაც.

     ჩვენ ვცდილობთ დავზოგოთ ჩვენი დამკვეთების დრო, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღეს! 

   ხელშეკრულების გაფორმება.

  თქვენს მიერ რომელიმე კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში, სააგენტო გაწვდით აღნიშნული კანდიდატის სრულ დემოგრაფიულ და საკონტაქტო ინფორმაციას, რის შემდეგაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იბარებთ კანდიდატს კონკრეტულ მისამართზე და აიყვანთ მას გამოსაცდელი ვადით, რომლის ვადის ხანგრძლივობაც ასევე განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 20 დღისა, ხოლო გამოსაცდელი ვადის წარმატებულად გავლის შემთხვევაში სააგენტო აფორმებს სამმხრივ ხელშეკრულებას მომსახურეობის შესახებ, რის შემდეგაც დამქირავებელი უზრუნველყოფს კანდიდატის პირველი თვის ხელფასიდან 50% გადმორიცხოს სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე, რაც ხელშეკრულებაში იქნება გაწერილი.  

   თანამშრომლობა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ:

  ხელშეკრულება ფორმდება 1 წლის ვადით.  ამ დროის განმავლობაში თქვენი პერსონალური მენეჯერი პერიოდულად ამოწმებდეს იქნება დასაქმებული კანდიდატის მიერ ჩატარებული სამუშაოს ხარისხს, ასევე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების მიხედვით, რომელიმე მხარის მოთხოვნისთანავე უშუალოდ ჩაერთვება დამქირავებელსა და დასაქმებულ კანდიდატს შორის წარმოშობილ უთანხმოებებში (ასეთის არსებობისას) და კონსულტაციას გაგიწევთ ყველა საკითხში.

   დასაქმებულის ჩანაცვლება:

  ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სააგენტო უფასოდ უზრუნველყოფს კანდიდატების შეუზღუდავი ოდენობით ჩანაცვლებას, რაც მოხდება იმ შემთხვევებში თუკი დასაქმებულმა რამოდენიმეჯერ უმიზეზოდ გააცდინა სამუშაო, ან დაგვიანებით გამოცხადდა ან თუნდაც ავადმყოფობდა დასაქმებული. აღნიშნული გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.

    საკადრო სააგენტო ,,ბაია“-ს მომსახურეობის საფასური.

   ხელშეკრულება ფორმდება ერთი წლის ვადით. კომპანიის მომსახურების საფასურს წარმოადგენს დასაქმებულის პირველი თვის ხელფასის 50%, ხოლო თვით ხელფასის ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის განათლებაზე, სამუშაო გამოცდილებაზე, სამუშაო გრაფიკზე, შესრულებულ სამუშაოზე და ფორმულირდება მას შემდეგ, რაც სააგენტოს მენეჯერი მოგაწვდით მთლიან ინფორმაციას კანდიდატის პერსონის შესახებ. დაგვიკავშირდით ჩვენ - ჩვენ დაგეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაშიც, გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას. სააგენტოში მოქმედებს ისეთი ფასები, რაც ჯერ არ ჰქონია არცერთ მსგავს სააგენტოს საქართველოში.

    მომახურეობის საფასურის გადახდის ვადები

   სააგენტოს ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ გაგანთავისუფლოთ იმ მართლაც რომ - რუტინული  სამუშაოსაგან, რასაც ჰქვია ამათუიმ კანდიდატზე არჩევანის გაკეთება, რომელი კანდიდატი ივარგებს თქვენთან და რომელი არა, ვეცდებით თქვენს მოთხოვნებთან მაქსიმალურ შესაბამისობაში მოვიყვანოთ სასურველი კანდიდატი და შემოგთავაზოთ ის ვისაც აიყვანთ ერთხელ და აღარასოდეს აღარ მოგიწევთ მისი გამოცვლა. გასაუბრებისას წარმოგიდგენთ ისეთ კადრებს, რომელთაც წინასწარ ეცოდინებათ თქვენი მოთხოვნები და თანახმანი იქნებიან პირობებზე. ჩვენ გვესმის, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესი ურთულესი საკითხია და თავისთავში მოიცავს რამოდენიმე საკითხს: საანკეტო მონაცემების შესწავლა;  გასაუბრების წარმართვა; ფსიქოლოგიური ტესტირება; პროფესიული ტესტირება; რეკომენდაციის შემოწმება; ინფორმაციის ობიექტური ანალიზი. კანდიდატების დამქირავებლისათვის წარდგენამდე სააგენტოს თანამშრომელი ახდენს შეკვეთის ანალიზს, სააგენტოს ბაზიდან საზღვრავს პოტენციურ კანდიდატთა ნუსხას, უკავშირდებიან მათ და ამოწმებენ ხომ არ დასაქმდა რომელიმე მათგანი და მხოლოდ ამის შემდეგ აწვდიან დამქირავებელს ინფორმაციას გასაუბრებაზე წარმოსადგენ პოტენციურ კანდიდატთა შესახებ. დამოუკიდებლად ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, დაიკარგება ძალიან დიდი დრო და აღმოჩნდება, რომ თქვენ იპოვეთ კონკრეტულ ვაკანსიასთან მხოლოდ აპლიკაციის მიხედვით ფორმალურად შესაბამისი კანდიდატი, მაგრამ არა რეალურად თქვენს მიერ მოთხოვნილი სამუშაოს შემსრულებელი. დამქირავებლების სიმრავლიდან გამომდინარე მათი მოთხოვნათა მრავალფეროვნებაც უხვადააა და ამიტომაც ჩვენი კანდიდატები სულ ახალ-ახალ მოთხოვნებს ამუშავებენ და ამით გამოცდილებასაც იძენენ, სამუშაო ადგილზე ეთიკისა და ესთეტიკის საკითხშიაც. კანდიდატის შერჩევის პროცესში სააგენტოს მონაწილეობას შესატყვისობაში მოჰყავს დამქირავებლის მოლოდინი და დასასაქმებელი კანდიდატის მიერ შესრულებული სამუშაო.

   როგორ ვითანამშრომლოთ სააგენტოსთან:

   -შეკვეთის შეტანისას აღწერეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი პერსონალი: გარეგნობა, ასაკი, განათლება, დაახლოებითი ხასიათი, წონა, სიმაღლე, სამუშაო გამოცდილება, სამუშაოს ტიპი, მოვალეობები, სად გნებავთ რომ ცხოვრობდეს და სხვა მოთხოვნები...

   -ხელოვნურად ნუ შეამცირებთ პერსონალის ღირებულებას, რადგან ამით თქვენ შედეგად მიიღებთ იმას, რომ სააგენტო შეეცდება მოგიძებნოთ სულ სხვა ხარისხისა და გამოცდილების მქონე კადრი ან თუნდაც თქვენი მოთხოვნების ნამდვილი შესაბამისი, მაგრამ რომელიც მისი გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე დათანხმდა შედარებით მცირე ანაზღაურებას და წამოვიდა იმის იმედით, რომ მომავალი თვიდან თქვენ მას გაუზრდით ანაზღაურებას და ამას რომ ვერ მოახერხებთ ის გაგექცევათ და კვლავ სააგენტოსადმი მოგიწევთ მიმართვა მისი ახალი კადრით ჩანაცვლების მიზნით, ხოლო აღნიშნულით კი თქვენ სააგენტოსა და ასევე პერსონალისადმი იმედი გაგიცრუვდებათ და სხვა სააგენტოს ძიებას დაიწყებთ, რაც ასევე დროის ხარჯვასთანაა დაკავშირებული, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღეს თანამედროვე ცხოვრებაში.

  -უსაფუძვლოდ ნუ შეზღუდავთ სააგენტოს შეკვეთის შესრულების საკითხში. თქვენს მიერ წარმოთქმული ფრაზა, რომ ,,ჯერკიდევ გუშინ გჭირდებოდათ ესათუის პერსონალი“ გამოიწვევს იმას, რომ სააგენტოს მიერ განხილული ვერ იქნება ყველა შესაძლო ვარიანტი, ზარალდება ხარისხი და შემოგეთავაზებათ არა ყველაზე უფრო საუკეთესო კანდიდატი.

 -მკაფიოდ განსაზღვრეთ სამუშაო გრაფიკი და შესასრულებელი სამუშაო. ასევე მკაფიოდ განსაზღვრეთ გამოსასვლელი დღეები და შვებულების დრო და დღეთა ოდენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს გაუჭირდება თქვენი შეკვეთის დაკმაყოფილება, ხოლო თქვენ კი გაგიჭირდებათ სასურველი პერსონალის მოძიება.

 -ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ირჩევთ არა ნივთს ან მონას საკუთარი ინტერესებისათვის, არამედ ირჩევთ საოჯახო დამხმარე პერსონალს, რომელმაც უნდა იმუშაოს და იცხოვროს თქვენს სახლში, იტრიალოს თქვენთან და თქვენს საახლობლოსთან ერთად.

 Тел

+995 598 857 657

+995 555 733 668

HRbaia.com

 .