დამატებითი მოთხოვნები
1200 კვ.მ მოცულობის მქონე ეზოს მოვლა; ეზოში არსებული ხეების, ბუჩქების, ყვავილებისა და სხვა მცენარეების რეგულარული მორწყვა; მცენარეების სეზონისა და ამინდის მიხედვით მორწყვის რეჟიმის დაცვა; გაზონის მორწყვა, მოვლა და საჭიროების შემთხვევაში გათიბვა; ხეების, ბუჩქებისა და დეკორატიული მცენარეების გასხვლა და ფორმის მიცემა; გამხმარი ტოტების, ფოთლებისა და დაზიანებული მცენარეების მოცილება; ყვავილების დარგვა, გადარგვა და სეზონური განახლება; ნიადაგის გაფხვიერება და სარეველების მოცილება; მცენარეების სასუქით გამოკვება შესაბამის პერიოდში; ხეების ძირების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში მიწის შემოყრა/მულჩირება; სეზონურად ხეების ტანის კირიანი ხსნარით დამუშავება/შეღებვა; მცენარეების მავნებლებისა და დაავადებების ნიშნებზე დაკვირვება და შესაბამისი დამუშავება; საჭიროების შემთხვევაში მცენარეების შეწამვლა უსაფრთხოების წესების დაცვით; ახალი ნერგების, ხეების, ბუჩქებისა და ყვავილების დარგვა; მცენარეების საყრდენებზე დამაგრება და ახალგაზრდა ნერგების მოვლა; სარწყავი შლანგების, წვეთოვანი სისტემისა და სხვა სარწყავი საშუალებების კონტროლი; ეზოს მცენარეული ნარჩენების — ფოთლების, ტოტებისა და მოთიბული ბალახის — შეგროვება და გატანა; ბილიკებისა და გამწვანებული ტერიტორიის სისუფთავის დაცვა; შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლების რეგულარული შეგროვება; ზამთრის სეზონისთვის მცენარეების მომზადება და ყინვისადმი მგრძნობიარე მცენარეების დაცვა; გაზაფხულზე ეზოსა და მცენარეების სეზონური მოწესრიგება; ბაღის სამუშაო ინვენტარის მოვლა, დასუფთავება და მოწესრიგებულად შენახვა; ეზოსა და მცენარეების მდგომარეობის ყოველდღიური კონტროლი და საჭირო სამუშაოების დროულად შესრულება.