სამუშაოს ეძებთ?
(+995) 514 51 24 24
(+995) 555 34 54 35
გესაჭიროებათ პერსონალი?
(+995) 598 857 657
(+995) 598 909 809
ძიძა
გუვერნანტი
რეპეტიტორი
ოჯახში დამხმარე
მოხუცის მომვლელო
მძღოლი
დამლაგებელი
ოჯახის მზარეული


 მენეჯერი

მენეჯერი: ეს არის სპეციალური უნარებით აღჭურვილი

ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლექტივში ააწყოს და 

ჩამოაყალიბოს ადამიანური ურთიერთდამოკიდებულებები   

კოლექტივის წევრებს შორის და ასევე თავისი 

კომპეტენციის ფარგლებში უხელმძღვანელოს ორგანიზაციას.

 როგორ მოვიძიოთ პროფესიონალი მენეჯერი თბილისში

 მენეჯმენტის სპეციალისტები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ცდილობენ. დღემდე მუშაობენ, მენეჯერის საქმიანობის განსხვავებულ და საინტერესო მოდელებს ქმნიან. თითოეულ მოდელში „აღმოვაჩენთ“ ხოლმე მენეჯერის პროფესიაში ჩვენთვის ახალ, ამ მომენტამდე გაუცნობიერებელ ასპექტს. მაგრამ ის ფაქტი, რომ არც ერთი მოდელი, ჯერჯერობით, საშუალებას არ გვაძლევს, მენეჯერის პროფესია სრულყოფილად აღვწეროთ, პრობლემის სირთულეზე მეტყველებს.

მენეჯერის პროფესიის აღწერისას უნდა ვიცოდეთ ის, თუ რა არის საერთო დარგებში მართვის განსხვავებულ დონეებზე მყოფ მენეჯერთა და სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე (ბიზნესის მართვა, მარკეტინგი, ფინანსები, წარმოება და სხვა) მენეჯერთა საქმიანობაში.

თითქოს, პარადოქსულიც კია, მაგრამ უფრო ადვილია განსხვავებების აღწერა ხვადასხვა მენეჯერის საქმიანობაში, ვიდრე საერთო „ბირთვის“ სრულყოფილი გამოყოფა. მაინც, რატომაა ეს პრობლემა საინტერესო? ამ კითხვაზე მრავალგვარი პასუხი შეიძლება გავცეთ. მაგალითად, შეუძლებელია, მოამზადო პროფესიონალი მენეჯერი მხოლოდ ცალკეული „საგნების“ (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები), თუნდაც, ღრმა ცოდნის საფუძველზე. ბიზნესსკოლებში მენეჯერის მომზადების პროგრამის ფუნქციური დანიშნულება მენეჯერის პროფესიის ათვისებაა. ამ თვალსაზრისით, საგნების ცოდნა აუცილებელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისი პირობაა.

არსებობს მენეჯერის პროფესიის აღწერის მიმართ სამი ძირითადი მიდგომა:

   -ფუნქციური(„კლასიკური“), როდესაც მენეჯერის საქმიანობა სხვადასხვა ფუნქციისგაერთიანების გზით აღიწერება;

   -ქცევითი,როდესაც მენეჯერის საქმიანობა წარმოდგენილიაროგორც განსხვავებულიროლების შესრულების აუცილებლობა და უნარი;

   -დომინანტური,როდესაც ორგანიზაციის ეფექტიანობის და მენეჯერის პიროვნულითვისებების ანალიზის საფუძველზეხელმძღვანელობის სხვადასხვა ტიპი (მართვისსტილიგამოიყოფა.

მენეჯერის ფუნქციები

ფუნქციური მიდგომისას მენეჯერის საქმიანობა იმ სიბრტყეში განიხილება, რომლის განზომილებები მენეჯერის სხვადასხვა ფუნქციაა. ისტორიულად, მენეჯერის პროფესიის პირველი აღწერა სწორედ ასეთ ხასიათს ატარებდა და ის ანრი ფაიოლს ეკუთვნოდა. 1916 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, მან მართვის 5 ფუნქცია გამოყო: დაგეგმვაორგანიზებაკოორდინირებახელმძღვანელობა დაკონტროლი.

მას შემდეგ ამ მიმართულებით ბევრი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომლებიც ერთმანეთისგან, ძირითადად, ფუნქციების რაოდენობით და კრებულის შემადგენლობით განსხვავდება. მაგალითად, ზოგჯერ, კოორდინირების ან ხელმძღვანელობის ფუნქციის მაგივრად, „კადრების შერჩევის“ ფუნქცია განიხილება. ალბათ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფუნქციების გამოყოფა მენეჯერის საქმიანობის „გარედან“ დანახული ანალიზის საფუძველზე ხდება.

პიტერ დრუკერი1955 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, მენეჯმენტის სამ ფუნქციას გამოყოფს:ბიზნესის მართვამენეჯერების მართვა და შემსრულებლების მართვა, რისთვისაც მენეჯერი წარმატებით უნდა ფლობდეს 5 საბაზისო „ოპერაციას“: მიზნების დასახვასამუშაოს ორგანიზება,თანამშრომელთა მოტივაციამაჩვენებლების გაზომვა და ხელქვეითების განვითარებისხელშეწყობა.

 

მენეჯერის ქცევა

ამავე დროს, მენეჯერის ფუნქციები რეალური ქცევის მეშვეობით სრულდება, ანუ „ქცევით სიბრტყეში“, რომლის განზომილებებს ქცევის ე.წ. როლები წარმოადგენს. როლები ნებისმიერი მენეჯერის საქმიანობას ახასიათებს. ამავე დროს, მენეჯერთა შორის განსხვავება ამ როლების შესრულების პრიორიტეტების შესაბამისი განაწილებით აღიწერება. ასეთი მიდგომის ავტორია ანრი მინცბერგი,რომელმაც 1973 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში მენეჯერის საქმიანობა სამ ჯგუფად დაყოფილი10 განსხვავებული როლის შესრულების აუცილებლობის სახით წარმოადგინა.

პირველ - ინტერპერსონალურ - ჯგუფში, სამი როლი მოხვდა: fi gurehead - გარე სამყაროში ორგანიზაციის წარმომადგენლის როლი, liaison - დამაკავშირებლის როლი და leader - ლიდერის როლი. ამ როლთა გამაერთებელი ნიშანია მენეჯერის მიერ გარემოსთან, თანამშრომლებთან და ხელქვეითებთან საინფორმაციო არხების შექმნის აუცილებელი უნარი.

მეორე - ინფორმაციულ - ჯგუფშიც სამი როლია: monitor - ინფორმაციის მიმღების (მონიტორის) როლი, dessiminator - ხელქვეითებში ინფორმაციის გამავრცელებლის როლი და spokesman - ორგანიზაციის გარემოში ინფორმაციის გამავრცელებლის როლი. ამ როლების შესრულებით, მენეჯერი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.

მესამე - გადაწყვეტილებების მიღების - ჯგუფში ოთხი როლია: entrepreneur - ინოვაციური ცვლილებების ინიციატორის - „მეწარმის“ როლი, disturbance handler - ორგანიზაციისათვის საფრთხის მომტან მოულოდნელ მოვლენებზე საჭირო რეაგირების, „მეხანძრის“ როლი, resource allocator - სხვადასხვა რესურსის გამნაწილებლის როლი, negotiator - ორგანიზაციის სახელით მომლაპარაკებლის როლი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მენეჯერს ამ როლების შესრულება დროის ნებისმიერ მომენტში უნდა შეეძლოს.

Henry Mintzberg. The Nature of Mnagerial Work. Harper&Row.1973. Henry Mintzberg. Mintzberg On Management. The Free Press. 1989.

მართვის სტილები

მართვის სტილზე ორიენტირებული მიდგომა დაკავშირებულია იცხაკ ადიზესის სახელთან. მან ორგანიზაციის ეფექტიანობისათვის საჭირო თვისებების (ლიდერობის სტილი, მენეჯერის შრომის მახასიათებლები, საქმიანობის ხასიათის დომინანტები, „წარმატების ვიტამინები“) ანალიზის საფუძველზე მენეჯერის შემდეგი ოთხი ტიპი გამოყო:

    -PProducer - შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული მენეჯერი;

    -AAdministrator - მართვის პროცესების ორგანიზებაზე ორიენტირებული მენეჯერი;

    -EEntrepreneur - ორგანიზაციის განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური აზროვნების მქონე მენეჯერი;

    -IIntegrator - კორპორაციული კულტურის შექმნაზე ორიენტირებული მენეჯერი-ლიდერი.

რადგან ამ თვისებებს შორის გარკვეული ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა არსებობს, პრაქტიკულად შეუძლებელია, მართვის ოთხივე სტილის მატარებელი მენეჯერი მოიძებნოს. მაგრამ, ამავე დროს, ორგანიზაციის ეფექტიან მართვას ოთხივე თვისება სჭირდება. ამიტომ, ჯენერალ მენეჯერის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ისეთი მმართველური კადრების შერჩევაა, რომელთა შორის ოთხივე ტიპის მენეჯერები იქნებიან. ადიზესი ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლის ყოველ ეტაპს მართვის კოდს (ამ ეტაპისთვის საჭირო მართვის დომინანტებს) უსაბამებს. მაგალითად, ორგანიზაციის საწყისი ეტაპის კოდია paEi, ანუ ამ ეტაპზე ორიენტირება ერთი დომინანტის განვითარებაზე ხდება (რაზეც მიგვითითებს დიდი ასო E), სიყმაწვილის ეტაპის კოდია Paei შედეგის მიღწევაზე ორიენტირების დომინანტით, რის შემდეგ მოდის ეტაპი „მიდი-მიდი“ PaEi ორი დომინანტით.

   აღსანიშნავია, რომ მენეჯერის პროფესიის აღწერისას ნებისმიერი მიდგომა ეყრდნობა მენეჯერის უნარს, ააწყოს ადამიანური ურთიერთობები ორგანიზაციაში.

კარგი მენეჯერის  დაქირავება თბილისში დღეს არცთუისე იოლია - ინტერნეტში ძალიან ბევრი განაცხადია ხოლმე ამის შესახებ, თუმცა მათ შორის პროფესიონალის მოძიება, მითუმეტეს თუ სახელმძღვანელო ობიექტი ახალი გახსნილია ეს  არცთუისე იოლი საქმეა, რადგან მენეჯერს, ისე როგორც არავის სხვას ევალება იყოს არამხოლოდ პროფესიონალი თავის საქმეში, არამედ ამავდროულად ზრუნავდეს ორგანიზაციის კოლექტივის წევრებს შორის ადამიანური ურთიერთობების აწყობაზე, რაც ესოდენ საჭიროა ფირმის წარმატებისათვის.  სწორედ ასეთი კონსულტანტის შერჩევაში დაგეხმარებათ თქვენ საკადრო სააგენტო ,,ბაია“.

  თქვენ რათქმა უნდა შეგიძლიათ სააგენტოს გარეშეც აიყვანოთ მენეჯერი, ახლობლებში მოძიების გზით, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი  კომპონენტების გათვალისწინებით, თუმცა დღეს ძალიან ბევრი თამამად შეიძლება ასე გამოითქვას ,,იბრალებს მენეჯერობას“ და აქედან გამომდინარე  უმჯობესია ეს დაუკვეთოთ სააგენტოს, რომლებიც თქვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა, რამოდენიმე ვარიანტს მათი კვალიფიკაციის, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ბევრი სხვა კომპონენტების გათვალისწინებით და ამით პასუხისმგებლობა დააკისროთ უშუალოდ სააგენტოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირველივე მოთხოვნისთანავე ჩაგინაცვლებთ ერთხელ უკვე აყვანილ მენეჯერს - ისევ პროფესიონალი და გამოცდილი კადრით, თუმცა გარწმუნებთ ჩვენგან აღნიშნული კადრის ერთხელ უკვე აყვანის შემთხვევაში თქვენ არარ დაგჭირდებათ მისი ჩანაცვლება.

   ძიძა, რეპეტიტორი, გუვერნანტი, ოჯახში დამხმარე, ავადმყოფის მომვლელი, დამლაგებელი/მრეცხავი, მზარეული/მიმტანი, მძღოლი/დაცვის თანამშრომელი, მენეჯერი/ადმინისტრატორი, კონსულტანტიოჯახური წყვილები

 თქვენს ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, რომ სააგენტო არ საზღვრავს ამათუიმ საქმიანობის საფასურს, აღნიშნული არის დღევანდელი საერთო საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე როგორც საოჯახო ასევე ყველა, სხვა ზემოთჩამოთვლილი პერსონალის  საქმიანობის სფეროში.

 

Т:

+995 598 857 657

+995 555 733 668

www.HRbaia.com

 .

 

კანდიდატის ანკეტა : 2496
სახელი : თაია
ასაკი : 24 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : ვმუშაობდი კომპანია ,,ზარაფხანა"-ში ექსკლუზიური შეკვეთებისა და კორპორაციული შეკვეთების მენეჯერად.
მინიმალური ხელფასი : 600 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 2470
სახელი : სოფიკო
ასაკი : 21
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : სამთვიანი სამუშაო გამოცდილება საკონდიტრო ფირმაში მენეჯერის პოზიციაზე
მინიმალური ხელფასი : 600
კანდიდატის ანკეტა : 2393
სახელი : ნატა
ასაკი : 26 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : 2 წელი ვმუშაობდი ,,studio reality"-ში ჯერ სარეკლამო გაყიდვების მენეჯერად, მოგვიანებით კი იმავე სააგენტოში ოფის-მენეჯერად; 2 თვე ვმუშაობდი ,,amal-bar"-ში; რამოდენიმე თვე ვმუშაობდი მიკორსაფინანსო ორგანიზაციაში პრობლემური სესხების ოფიცრად.
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 2368
სახელი : თეკლა
ასაკი : 29 წლის
განათლება : უმაღლესი იურიდიული, სამართალმცოდნე.
გამოცდილება : ვმუშაობდი კერძო დაცვის სამსახური ,,მაგისტრი"-ში იურისტად; სადაზღვევო კომპანიები: ,,ჯითიაი-ჰოლდინგი" და კომპანია ,,ჯითექსში" გაყიდვების მენეჯერად.
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 2308
სახელი : ნანა
ასაკი : 25 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : 1 წელია ვმუშაობ ,,foul season"-ში მოლარედ.
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 2258
სახელი : რიტა
ასაკი : 35 წლის
განათლება : საშუალო
გამოცდილება : 3 წელი ვმუშაობდი მოსკოვში რესტორნის მენეჯერად; 6 წელი ვმუშაობდი რესტორანში მიმტანად.
მინიმალური ხელფასი : 600 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 2227
სახელი : თენგიზ
ასაკი : 32
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : 2013-2015 ტურისტული ცენტრი „მარინა“ მენეჯერის ასისტენტი 2011 -2013 ქსელური კომპანია „Colours of life” მექსელე მარკეტოლოგი 2008-2009 “DALMINY HOTEL” დიდი ბრიტანეთი ზოგადი მენეჯერის ასისტენტი.
მინიმალური ხელფასი : 450
კანდიდატის ანკეტა : 2211
სახელი : თეა
ასაკი : 60 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : ვარ სარესტორნე საქმის სპეციალისტი; 35 წელია ვმუშაობ რესტორნებში მენეჯერად, დირექტორად, მიმტანად.
მინიმალური ხელფასი : 800 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 2210
სახელი : მირანდა
ასაკი : 35 წლის
განათლება : საშუალო
გამოცდილება : 1 წელი ვმუსაობდი რესტორან ,,მოზოჯი"-ს დირექტორად; 13 წელი ვმუშაობდი რესტორან ,,წისქვილში" დიასახლისად;
მინიმალური ხელფასი : 600 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 2124
სახელი : ნინო
ასაკი : 38 წლის
განათლება : უმაღლესი-იურიდიული.
გამოცდილება : 7 წელი ვმუშაობდი ბათუმის საზღვაო ნავსადგურში იურისტად.
მინიმალური ხელფასი : 700 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 2006
სახელი : თეონა
ასაკი : 22 წლის
განათლება : საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი-ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, შპს საბანკო სწავლების ცენტრი- საბანკო საქმის სპეც კურსი.
გამოცდილება : სპეციალობა-ფინანსები. სამუშაო გამოც.- საქართველოს ეროვნული ასოციაცია- სტაჯირება საბანკო საქმეში, ნეუ ენერჯი ინვესტში- გაყიდვების მენეჯერად ,ფაბერლიკში-კონსულტანტად,კაფე-ბარ ჰოლივუდში-მიმტანად .
მინიმალური ხელფასი : 300
კანდიდატის ანკეტა : 1994
სახელი : მეხრალ
ასაკი : 24 წლის
განათლება : საშუალო
გამოცდილება : 5 წელი ვმუშაობდი თურქეთში მენეჯერად, მაღაზიაში გამყიდველად, მიმტანად და დისტრიბუტორად.
მინიმალური ხელფასი : 700 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1968
სახელი : ნატო
ასაკი : 25 წლის
განათლება : სამართლის ბაკალავრი
გამოცდილება : ვმუშაობდი ფლაერების გავრცელებაზე;
მინიმალური ხელფასი : 400 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1742
სახელი : სოფიო
ასაკი : 32 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : იურისტი (ქ.რუსთავის შსს მთავარი სამმართველო დეტექტივის თანაშემწე, შპს ლომისი მენეჯერი)
მინიმალური ხელფასი : 500 ლარი
კანდიდატის ანკეტა : 1692
სახელი : ნინო
ასაკი : 38 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : ვმუშაობდი საოფისე სფეროში, სასტუმროს ადმინისტრატორად, დირექტორის თანასემწედ; გაყიდვების მენეჯრად; ტურისტულ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად.
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1637
სახელი : მარი
ასაკი : 26 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : 6 თვე ვმუშაობდი კომპანია: ,,ზუსტი და საიმედო დიაგნოსტიკა"-ში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერკეტინგის მენეჯერად; 6 თვე ასევე ვმუშაობდი მაღაზია ,,power and beauty"-ში ბრენდ მენეჯერად; 1 წელი ვიყავი მარაზია ,,NIKE"-ს მენეჯერი; 1 წელი ვმუშაობდი მაღაზია yellow page"-ს ადმინისტრატორად; 1 წელი ვმუშაობდი კომპანია Hugos lounge"-ში მენეჯერის ასისტენტად;
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1355
სახელი : თამარი
ასაკი : 45 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : სპეციალობით დიზაინერი;
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1334
სახელი : მაკა
ასაკი : 31 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : 1 წელი ვმუშაობდი ,,kosad semans georgia"-ში გაყიდვების მენეჯერად; 1 წელი ვმუშაობდი საგანმანათლებო სტუდია ,,საზოგადოება ბილიკი"-ში; 1 წელი ვმუშაობდი მაღაზიაში მოლარედ.
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1307
სახელი : ნინო
ასაკი : 30 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : სპეციალობით მუსიკოსი; ვმუშაობდი ქუთაისის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად; ასევე ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობ-ვოკალისტად.
მინიმალური ხელფასი : 600 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1279
სახელი : მზია
ასაკი : 44 წლის
განათლება : არასრული უმაღლესი
გამოცდილება : 13 წელი ვმუშაობდი სუპერმარკეტ ,,ზემელში"-მოლარედ, ასევე ადმინისტრატორად; 1 წელი ვიყავი თევზის გადამამუშავებელი საწარმო ,,natural produqt"-ის დირექტორი
მინიმალური ხელფასი : 600 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1218
სახელი : ბელა
ასაკი : 41 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : 8 წელი ვმუშაობდი ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრში-მოანგარიშედ; სკოლაში საქმის მწრამოებლად
მინიმალური ხელფასი : 700 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1147
სახელი : ინგა
ასაკი : 38 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : ვმუშაობდი სარესტორნო სფეროში 15 წელი;
მინიმალური ხელფასი : 450 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1090
სახელი : ნანა
ასაკი : 44 წლის
განათლება : არასრული უმაღლესი
გამოცდილება : ვმუშაობდი მერიაში სოც მუშაკად
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1070
სახელი : მარიამ
ასაკი : 19 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : ვმუშაობდი მენეჯერად შვედურ კომპანიაში
მინიმალური ხელფასი : 400 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1061
სახელი : ქეთი
ასაკი : 36 წლის
განათლება : უმაღლესი(ბაკალავრი,ისტორიკოსი)
გამოცდილება : ი/მკერძო ბიზნესი.ადმინისტრატორი
მინიმალური ხელფასი : 300 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1059
სახელი : ელენე
ასაკი : 24 წლის
განათლება : უმაღლესი(ლინგვისტი,თარჯიმანი)
გამოცდილება : 1 წელი ვმუშაობდი სასტუმრო ,,ვარაზი"-ის ადმინისტრატორად; 1 წელი ვმუსაობდი სახალხო ბანკი-გაყიდვების მენეჯერი; ,,პოპულ"-ცვლის უფროსად. 6 თვე ვმუშაობდი სასტუმრო ,,ბუტიკში" ადმინისტრატორად; 1 წელი ვმუშაობდი სასტუმრო ,,ბრითიშ-ჰაუსში" ადმინისტრატორად; სატრანსპორტო კომპანია ,,ჯეო-ტრანსში" ექსპოერ-იმპორტ იგივე გაყიდვების მენეჯერად; 1 წელი ვმუშაობდი ,,ეკო-ფუდში" ოფის მენეჯერად; 1,5 წელი ვმუშაობდი კომპანია ,,გრინ-ლაინში" დირექტორის მოადგილედ; ,,დემირელი"-ს კოლეჯში ვასწავლიდი ინგლისურ-მათემატიკას საგამოცდო საკითხებს;
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1022
სახელი : თამარ
ასაკი : 36 წლის
განათლება : სამედიცინო-მედდა;
გამოცდილება : ვმუშაობდი ს.ს .,ჯი ენ ენ' ქსელის მენეჯერი
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 1015
სახელი : ია
ასაკი : 24 წლის
განათლება : საშუალო
გამოცდილება : ვმუშაობდი მოლარე ოპერატორი,სასტუმროს ადმინისტრატორი
მინიმალური ხელფასი : 600 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 987
სახელი : ოლღა
ასაკი : 26 წლის
განათლება : საშუალო
გამოცდილება : ვმუშაობდი ადმინისტრატორად,გაყიდვების მენეჯერად
მინიმალური ხელფასი : 300 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 927
სახელი : მაია
ასაკი : 47
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : პედაგოგი,მენეჯერი ,ქეშ-ოპერატორი
მინიმალური ხელფასი : 500
კანდიდატის ანკეტა : 791
სახელი : ლია
ასაკი : 46 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : მენეჯერი ,სხვადასხვა სფეროში, ასევე ვმუშაობდი კერძო სკოლა-პანსიონ ,,მთიები"-ში და ასევე მაქვს გუვერნანტად მუშაობის გამოცდილებაც.
მინიმალური ხელფასი : 500 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 774
სახელი : თინათინ
ასაკი : 30 წელი
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : 3 წელი ვმუშაობდი მოლარე ოპერატორად მაღაზიაში;
მინიმალური ხელფასი : 600 $(სასტუმროს მისაღები-სასურველი ვაკანსია)
კანდიდატის ანკეტა : 557
სახელი : როლანდ
ასაკი : 25 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : ქსელური მარკეტი
მინიმალური ხელფასი : 600 ლარიდან
კანდიდატის ანკეტა : 420
სახელი : მანანა
ასაკი : 42 წლის
განათლება : უმაღლესი
გამოცდილება : ფიზიკოსი, 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება
მინიმალური ხელფასი : 600-700
კანდიდატის ანკეტა : 403
სახელი : მარიამ
ასაკი : 19 წლის
განათლება : წმ. დიმიტრი ყიფიანის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი მდივან-რეფერანტის დიპლომით, უნივერსიტეტის სტუდენტი
გამოცდილება : მდივან-რეფერანტი, პერსონალის მომსახურეობა, ოფის-მენეჯერი, კონსულტანტი
მინიმალური ხელფასი : 350
პერსონალის შესაკვეთი ანკეტა
ფოტო